ჩვენს შესახებ

სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანია შ.პ.ს. „იკორთა -2007“ დაარსდა 2007 წელს. მის საქმიანობას წარმოადგენს ისტორიული ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობების მშენებლობა, ისტორიული ძეგლებისა და სამოქალაქო/სამრეწველო ნაგებობების პროექტირება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დასაქმებულია სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 300 კვალიფიციური კადრი (ადმინისტრაციის, არქიტექტორების, ინჟინერ-ტექნიკური და მუშა პერსონალის ჩათვლით).
ჩვენს მფლობელობაშია: ლითონის ნაკეთობების, სადურგლო, მცირე საკედლე და სატიხრე ბლოკების დამამზადებელი საამქროები.

  • ვაწარმოებთ სამუშაოებში გამოყენებული მასალებისა და ნაკეთობების აუცილებელ სერტიფიცირებას;

  • სამუშაოებში გამოყენებული მასალებისა და ნაკეთობების ლაბორატორიულ შემოწმებას;

  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის საწყის, საწარმოო-ოპერაციულ და მიღების კონტროლს.


„იკორთა-2007“ შექმნის დღიდან ეწევა სამშენებლო, სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საპროექტო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით.


კომპანიის მთავარი ღირებულებებია: ხარისხი, საიმედოობა, პროფესიონალიზმი!

551 00 55 37

599 24 64 49

University Str. #17a Tbilisi Georgia 0179

©2018 BY IKORTA • იკორთა                                                                                                                                                                                                                                    SINCE 2007